ორგორის საჯარო სკოლის შენობასა და ინვენტარს დეზინფექცია ჩაუტარდა
20-03-2020

ასპინძის მუნიციპალიტეტის ორგორის საჯარო სკოლაში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სადეზინფექციო განყოფილებამ სპეციალური ხსნარის გამოყენებით სკოლის შენობასა და მასში განთავსებულ ინვენტარს სრული დეზინფექცია ჩაუტარა.

საქართველოს საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის კი საგაზაფხულო არდადეგები გაგრძელდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203