თბილისის N90 საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების პროცესში ჩაერთო
20-03-2020
თბილისის N90 საჯარო სკოლის პედაგოგები და დირექცია, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის და განათლების სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, დისტანციური სწავლების პროცესში ჩაერთო.
პედაგოგებმა და დირექციის წარმომადგენლებმა ვიდეო-შეხვედრებზე მოსწავლეებთან დისტანციური სწავლების შესაძლო სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებები განიხილეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგებს მიეცათ რეკომენდაცია, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, მოსწავლეებისთვის მოამზადონ და მიაწოდონ შესაბამისი მასალები როგორც საგნობრივ ჭრილში, ასევე გამჭოლი კომპეტენციების გასავითარებლად.
კორონავირუსის გავრცელებისა და რისკების მართვის მიზნით, სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდა. მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დისტანციურად უკავშირდებიან და სწავლა/სწავლების პროცესი ასე მიმდინარეობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს