COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყელქცეულის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
20-03-2020
გორის მუნიციპალიტეტის, ყელქცეულის საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

დეზინფექცია „ექსპრეს დეზ უნივერსალმა“ ჩაატარა.

დამუშავდა სკოლის შენობა, საკლასო ოთახები, დერეფნები, სპორტული დარბაზი და საპირფარეშო.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203