ბანძის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ
19-03-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ახალ გამოწვევას თავი მშვენივრად გაართვეს. მათ ონლაინ-გაკვეთილებს მარტივად აუღეს ალღო.

ბანძის საჯარო სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, IV კლასის მოსწავლეები ციფრულ სამყაროს სრულუფლებიან წევრებად გრძნობენ თავს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელებისა და რისკების მართვის მიზნით, სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდა. მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დისტანციურად უკავშირდებიან და სწავლა/სწავლების პროცესი ასე მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203