„ექიმი და წამლები“ - თბილისის N71 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მშობელმა საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარა
10-02-2020

ექიმი და წამლები“ - თბილისის N71 საჯარო სკოლაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებს გაკვეთილი მშობელმა ჩაუტარა.

სკოლის დირექცია მიესალმება მშობელთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში და თვლის, რომ ვირუსების შემოტევის პერიოდიდან გამომდინარე გაკვეთილი დროული იყო.

„ვაგრძელებთ მნიშვნელოვან აქტივობებს აქტუალურ საკითხებზე! ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენს გვერდით არიან მშობლები, რომელთა ჩართულობა და ზრუნვა მოსწავლეთა ჯანმრთელობაზე, გვეხმარება პრობლემების მოგვარებაში! დიდი მადლობა მშობელსა და კლასის დამრიგებელს!“-აღნიშნა სკოლის დირექტორმა პაატა ჩორგოლაშვილმა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203