კერძო სკოლა „დავითიანი“ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
19-03-2020
ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანი“ დისტანციური სწავლების კურსზე გადავიდა.
განათლების სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, პედაგოგებმა და სკოლის ადმინისტრაციამ სკოლის თითოეულ მოსწავლეზე გათვლილი ინდივიდუალური დისტანციური პროგრამა შეიმუშავა.
სკოლის მოსწავლეები და მშობლები აქტიურად ჩაერთვნენ პროგრამაში.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დისტანციური სასწავლო პროცესი სახალისოდ და საინტერესოდ მიმდინარეობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს