„ჩვენ ბედისწერის ტყვეები ვართ“ - თბილისის N62 საჯარო სკოლაში ჟიული შარტავას ხსოვნას სპექტაკლი მიუძღვნეს
19-03-2020

თბილისის N62 საჯარო სკოლაში ჟიული შარტავას ხსოვნას სპექტაკლი მიუძღვნეს. მუსიკის უფროსმა მასწავლებელმა ანა უძულაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ემოციური და საოცარი დღე აჩუქა.

„ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილმა სპაქტაკლმა „ჩვენ ბედისწერის ტყვეები ვართ“ გულგრილი არავინ დატოვა. ერთმანეთის მიყოლებით ცოცხლდებოდა ოთხმოცდაათიანი წლების კადრები, ომის თანმდევი ეპიზოდები ხელისუფლებაში, ქუჩასა და სახლში.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ მეცხრე და მერვე კლასის მოსწავლეები, რომელთა სამსახიობო ნიჭმა აღაფრთოვანა დამსწრე საზოგადოება.

ოვაციებით დააჯილდოვა მსმენელმა შესანიშნავი სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი ანა უძულაშვილი, რომელმაც შეძლო შეხებოდა ყველას გულს.

ყველას ვულოცავთ წარმატებას. ჩვენი სკოლა ზრდის შემოქმედებით თაობას, რომელიც გადაარჩენს სამყაროს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203