მაწყვალთის საჯარო სკოლის შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა
18-03-2020

შუახევის მუნიციპალიტეტის მაწყვალთის საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა.

სკოლის დირექცია ზრუნავს მოსწავლეებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე, ამიტომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლის შენობა და ინვენტარი სადეზინფექციო საშუალებებით დასუფთავდა.

საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203