თბილისის N59 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია 580 ათას ლარზე მეტი დაჯდა
18-03-2020
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით წარმოებული თბილისის N59 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
სააგენტოს განმარტებით, რეაბილიტაცია სკოლის შენობის სამ სართულს მოიცავდა. გამოიცვალა ელექტროობა, გარემონტდა 33 საკლასო ოთახი და სველი წერტილები. განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს 897 მოსწავლე და პედაგოგიური კოლექტივი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს