საციხურის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
18-03-2020
7 მარტს, ხულოს მუნიციპალიტეტის საციხურის საჯარო სკოლაში, ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა. საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება.