მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა და მთავრობა სახლში დარჩენის რეკომენდაციებს გასცემს, მოქალაქეები საკვებ პროდუქტებს იმარაგებენ.
შემქმნილი ვითარების გათვალისწინებით, „ეტალონი“ გთავაზობთ 5 პროდუქტს, რომელიც სახლში COVID 19-ის პიკის დროს უნდა გქონდეთ:მარილიმარილი სიცოცხლისთვის აუცილებელი მინერალია. არის კარგი შემნახველი და ამიტომ ხშირად გამოიყენება საკვების კონსერვირებაშიც. მარილის ძირითადი შემადგენელი ნაწილები, ქლორიდისა და ნატრიუმის იონები, ყველა ცოცხალი არსების, მათ შორის ადამიანის, სიცოცხლისთვის აუცილებელია. მარილი არეგულირებს სხეულში წყლის მოცულობასაც.
შაქარიის აუცილებელია, როგორც ნახშირწყლების წყარო. ბევრი საკვები პროდუქტი წარმოუდგენელია შაქრის დამატების გარეშე. არის კალორიული.
ლობიოის დიდხანს ინახება, შეგიძლიათ მისი გამოყენება რამდენიმე სახის საკვების მოსამზადებლად. ჩვეულებრივი ლობიოს მარცვალი შეიცავს მაღალკალორიულ ნივთიერებებს: ცილებს, მინერალურ მარილებს, ამინომჟავებს, ორგაულ მჟავებს, ასევე ვიტამინებს: ასკორბინის მჟავას, ტიამინს, კაროტინს, ნიკოტინისა და პანტოტენის მჟავას, სიტოსტერონებს, სტიგმასტერინს, ფლავონოიდებს, ლიკოანტოციანებს.

მაკარონინოყიერი და სწრაფად მოსამზადებელია. მაშინ, როცა სახლიდან გამოსვლას და სათანადოდ კვებას ვერ ახერხებთ, კარგი გამოსავალია.
ბურღულეულიყველა მარცვლეულს აერთიანებს ერთი მთავარი თვისება - ისინი მდიდარია უჯრედისით, ვიტამინებით, განსაკუთრებით B ჯგუფის ვიტამინებით, ფასეული მცენარეული ცილებით, „ნელი“ ნახშირწყლებით. სწრაფად მზადდება და დიდხანს არ ფუჭდება.
