ჩუმლაყის საჯარო სკოლაში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
17-03-2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის, ჩუმლაყის საჯარო სკოლაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სპეციალური ხსნარით საკლასო ოთახები, დერეფნები და საპირფარეშოები დამუშავდა.

სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზეც.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.

განათლების სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, სკოლებს ევალებათ, მოსწავლეებს საგანმანათლებლო შემეცნებითი რესურსები სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით მიაწოდონ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203