ეშტიის N1 საჯარო სკოლაში ფართომასშტაბიანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
17-03-2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის N1 საჯარო სკოლაში ფართომასშტაბიანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 10 მარტს დასუფთავდა სკოლის შიდა და გარე ტერიტორია.

სკოლაში რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარული-ჰიგიენიური პირობები და რისკები ეფექტიანად იყოს თავიდან აცილებული, ამისთვის სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა საკლასო ოთახები, ასევე დერეფნები და სველი წერტილები. 

საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203