ონოღიას საჯარო სკოლაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დეზინფექცია ჩატარდა
17-03-2020
მარტვილის მუნიციპალიტეტის, ონოღიას საჯარო სკოლაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დეზინფექცია ჩატარდა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, სკოლის შენობა და საკლასო ოთახები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა.
„საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ამიტომ სკოლა გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე, ხოლო სკოლის ტექპერსონალი აქტიურადაა ჩართული და საჯარო სკოლა ინვენტარი ინტენსიურად დამუშავდა ანტისეპტიკური საშუალებებით“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს