ყანდაურის საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა
17-03-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, ყანდაურის საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დეზინფექცია ჩატარდა. 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, სკოლის შენობა და საკლასო ოთახები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა.  

„საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ამიტომ სკოლა გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე, ხოლო სკოლის ტექპერსონალი აქტიურადაა ჩართული  და  საჯარო სკოლა ინვენტარი  ინტენსიურად დამუშავდა ანტისეპტიკური საშუალებებით“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203