COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბორის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
17-03-2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ბორის საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. 

„ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და 1 აპრილს ჩვეულ რეჟიმში დავუბრუნდებით სასწავლო პროცესს“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203