ბათუმის N22 საჯარო სკოლა ონლაინ-სწავლებაზე გადავიდა
17-03-2020
ბათუმის N22 საჯარო სკოლა ონლაინ-სწავლებაზე გადავიდა.

„სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად შეუდგნენ ონლაინ-სწავლებას იმ რესურსებით, რითაც შეუძლიათ“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. განათლების სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, სკოლებს ევალებათ, მოსწავლეებს საგანმანათლებლო შემეცნებითი რესურსები სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით მიაწოდონ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203