ვალის N4 საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმს შეუერთდა
17-03-2020

ახალციხის მუნიციპლიტეტის ვალის N4 საჯარო სკოლა შეუერთდა დისტანციური სწავლების რეჟიმს.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ონლაინ გაკვეთილების ჩატარება სოციალური ქსელების გამოყენებით დაიწყო. მოსწავლეები ხალისით და მონდომებთ ჩაერთვნენ პროგრამაში. მშობლებიც გაგებით მოეკიდნენ ამ გადაწყვეტილებას და ყველანაირად ცდილობენ ხელი შეუწყონ სწავლების პროცესს.

პირველი ონლაინ გაკვეთილი ქართულ ენაში ჩატარდა. მოსწავლეებმა გაიაზრეს სულხან-საბა ორბელიანის იგავის შეგონება „კეთილი საქმე არ უნდა გადადო“.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203