დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
17-03-2020

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან თამაზ ალუღიშვილთან და დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის დირექტორთან, ლალი იაკობიშვილთან ერთად, სკოლის ეზოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ბორდიურები, წყალარიმები, დასკვნით ეტაპზეა მოასფალტების სამუშაოები. ამით დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობა დასრულდება.

სამუშაოები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 61 000 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს სკოლის ეზოში ახალი მინი-სტადიონი მოეწყო.

მუნიციპალიტეტში ინფრსტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203