ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები კონფერენციაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
16-03-2020

ცაგერის მუნიციპალიტეტის, ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მოსწავლეთა 73-ე სასწავლო-შემოქმედებით​ კონფერენციაში მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

სკოლა მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს, მათემატიკის მასწავლებელ ნანი ქარსელაძესა და ინგლისური ენის მასწავლებელ ეკატერინე ლარცულიანს კი გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის. 

„მოსწავლეთა 73-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის მონაწილე მოსწავლე-მასწავლებლები სიგელებით დაჯილდოვდნენ. სკოლის დირექცია ულოცავს მათ ამ წარმატებას და მადლობას უცხადებს მათემატიკის მასწავლებელ ნანი ქარსელაძესა და ინგლისური ენის მასწავლებელ ეკატერინე ლარცულიანს, რომელთა გულმოდგინე შრომის შედეგია ეს წარმატება. გვჯერა, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებთ!“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203