კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის N72 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
16-03-2020
თბილისის N72 საჯარო სკოლაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
დეზინფექცია "სუფთა სახლის" დახმარებით ჩატარდა, შემდეგ დამლაგებლებმა სველი წესით გაწმინდეს და გაანიავეს.
ყველა საკლასო ოთახის კარზე, შესასვლელ კარებზე,ფოიეში - დაფაზე, ექიმის კაბინეტში, სამასწავლებლოში, ტუალეტებში ინსტრუქციები, რჩევები და ხელის დაბანის წესები 2 კვირის წინ გამოიკრა.