ოთარშენის საჯარო სკოლასა და მასზე დაქვემდებარებულ თედოწმინდის დაწყებით სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა
16-03-2020

გორის მუნიციპალიტეტის ოთარშენის საჯარო სკოლასა და მასზე დაქვემდებარებულ თედოწმინდის დაწყებით სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა სკოლის შენობა. დასუფთავდა თითოეული საკლასო ოთახი, სველი წერტილები და სკოლაში არსებული კაბინეტები.

საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203