ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა
16-03-2020
მარნეულის მუნიციპალიტეტის, ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, არდადეგების პერიოდში დეზინფექცია ჩატარდა.
შესაბამისი საშუალებების გამოყენებით შენობის ყველა ოთახი, ინვენტარი და ავეჯი სველი წესით გაიწმინდა და დალაგდა. აღნიშნული სამუშაოები განახორციელა „სუფთა სახლმა“, რომელთანაც სკოლას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.
დეზინფექციის პროცესში სკოლის თანამშრომლებიც აქტიურად ჩაერთნენ.
„დიდ მადლობას მოვახსენებთ თავდაუზოგავი შრომისთვის და დამატებით გაწეული შრომისთვის ჩვენს დამლაგებლებს, სკოლის ექიმს, ადმინისტრაციას და პედაგოგებს. სკოლის ადმინისტრაციას ყოველთვის აქვს თქვენი თანადგომის იმედი. იმედია, მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში მოკლე ხანში უკეთესობისკენ შეიცვლება მდგომარეობა, გაგრძელდება სასწავლო პროცესი და ჩვენი საყვარელი ბავშვები და პედაგოგები დაუბრუნდებიან ყოველდღიურ სასწავლო აქტივობებს“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს