კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის N102 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
16-03-2020
თბილისის N102 საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

„სკოლას შეძენილი აქვს დაავადებათა კონტროლის მიერ რეკომენდებული სადეზინფექციო ხსნარები და მუდმივად განახორციელებს მსგავს სამუშაოებს. გისურვებთ ჯანმრთელობას“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203