თბილისის N24 საჯარო სკოლა სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა
16-03-2020
თბილისის N24 საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

„სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა ყველა საკლასო ოთახი, სველი წერტილები და მთლიანად სკოლა. სასწავლო პროცესის განახლებამდე მსგავსი ტიპის სამუშაოს კიდევ ერთხელ ჩავატარებთ. ჯანმრთელობას გისურვებთ“, - წერია სკოლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203