ხელედის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
16-03-2020
ლენტეხის მუნიციპალიტეტის, ხელედის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

დამუშავდა საკლასო ოთახები, ადმინისტრაციისა და დირექციის ოთახები, ბიბლიოთეკა,სპორტული დარბაზი და ყველა დამხმარე კაბინეტი.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203