COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, არაგვის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
16-03-2020
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლაში, 14 მარტს, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
კაპიტალურად დასუფთავდა სკოლის შენობა, სპორტული დარბაზი და მიმდებარე შენობები.
საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს