ლომატურცხის საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა
16-03-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ლომატურცხის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სკოლის დირექცია ზრუნავს მოსწავლეებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა სკოლის შენობა, საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზი და სველი წერტილები.

საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203