ბაისუბნის საჯარო სკოლაში, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
16-03-2020

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბაისუბნის საჯარო სკოლაში 11 მარტს სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა სკოლის შენობა, საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზი და სველი წერტილები.

საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203