ღოუბანის საჯარო სკოლის შენობა სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა
16-03-2020
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ღოუბანის საჯარო სკოლაში, ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, დეზინფექცია ჩატარდა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, სკოლის შენობა, სველი წერტილები და საკლასო ოთახები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს