ვალის N4 საჯარო სკოლაში მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
16-03-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N4 საჯარო სკოლაში, ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნითმასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა სკოლის შენობა, საკლასო ოთახები და დამატებითი ნაგებობები. სამუშაოები შესაბამისმა კომპანიამ ჩაატარა. მანამდე კი რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სკოლის შენობის სადეზინფექციო ხსნარით დასუფთავება სკოლის პერსონალის მიერ.

საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203