ყელქცეულის საჯარო სკოლაში ხელოვნების წრე გაიხსნა
16-03-2020
გორის მუნიციპალიტეტის, ყელქცეულის საჯარო სკოლაში, დირექტორის თხოვნითა და გორის მერიის ხელშეწყობით, ხელოვნების წრე გაიხსნა.

ამ ეტაპზე მოსწავლეები ორიგამის ხელოვნებას ეუფლებიან. მათი მასწავლებელი თამარ მჭედლიძეა.

„ხელსაქმის სიყვარული მოსწავლეებში სკოლის ხელოვნების მასწავლებლისა და დირექტორის დამსახურებაა. მრავალი გამოფენის, კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული მოსწავლეებისთვის სასიხარულო სიახლე 2 თებერვალს გვაცნობეს. წარმატებებს გისურვებთ, ჩვენო ყოჩაღებო“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203