ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოდეგამის საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა
16-03-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოდეგამის საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა.

სკოლის დირექცია ზრუნავს მოსწავლეებისა და დასაქმებული პერსონალის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად სკოლის შენობა, სველი წერტილები, საკლასო ოთახები და სპორტული დარბაზი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა.

საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203