
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად დღეს სენაკს სტუმრობს.
სენაკის თეატრში, ამ წუთებში, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ინტელექტ-შეჯიბრში სენაკის სკოლიდან 47 გამორჩეული ახალგაზრდა მონაწილეობს.


ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, განათლების რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.



ინტელექტ-შეჯიბრის მონაწილეებს სიმღერებითა და დეკლამაციებით ამხნევებენ.




დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს "სენაკის ეტალონი მოსწავლის" ტიტული მიენიჭება და ის გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.


"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.