ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები შესრულდა
16-03-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები შესრულდა.

სამუშაოები შპს დეზინფექციის, დეზინსექციის, დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზებული ეპიდზედამხედველობის ცენტრის თნამშრომლებმა შეასრულეს.

11 მარტს მთლიანად დამუშავდა სკოლის ყველა კაბინეტი, საკლასო ოთახი, სათავსო, საპირფარეშო და დამხმარე შენობა-ნაგებობა. 

საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203