ფურტიოს საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა
16-03-2020

ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის ფურტიოს საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები შესრულდა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად სკოლის შენობა, სველი წერტილები, საკლასო ოთახები და სპორტული დარბაზი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა.

საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203