ქვემო მახოს საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
16-03-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქვემო მახოს საჯარო სკოლაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

ხელშეკრულების საფუძველზე, სამუშაოები ჩაატარა შპს „სუფთა სახლმა“, რისთვისაც სკოლის დირექცია მომუშავე პერსონალს მადლობას უხდის.

საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203