ახალი საყულიის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
16-03-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახალი საყულიის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, დამუშავდა ყველა საკლასო ოთახი, კაბინეტი, სააქტო და სპორტის დარბაზები, საპირფარეშოები და დერეფნები. პარასკევს კი სველი წესით დასუფთავდა ყველა ოთახი და საკლასო ინვენტარი.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის კომპანია „გერიკას“ თანამშრომლებს სადეზინფექციო სამუშაოების მაღალკვალიფიციურად ჩატარებისთვის.

საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203