თბილისის N207 საჯარო სკოლას დეზინფექცია ჩაუტარდა
16-03-2020

თბილისის N207 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სკოლის დირექცია ზრუნავს თავის მოსწავლეებზე და დასაქმებულ პერსონალზე, ამიტომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები 12 მარტს შეასრულა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, სკოლის შენობა, სველი წერტილები და საკლასო ოთახები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დასუფთავდა.

საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203