ხანდოს საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა
16-03-2020

წალკის მუნიციპალიტეტის ხანდოს საჯარო სკოლაში ინფექციური დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები შესრულდა.

სკოლის შენობის შიდა და გარე ტერიტორია შეიწამლა სპეციალური ხსნარით.სკოლის ადმინისტრაცია მომუშავე პერსონალს მადლობას უხდის დეზინფექციის გულდასმით შესრულებისთვის.

საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203