ოკამის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
16-03-2020
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ოკამის N1 საჯარო სკოლის VII, VIII, IX კლასის მოსწავლეები, სპორტის მასწავლებლის, გურამ ოქროაძის, ხელმძღვანელობით, ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში გამართულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.

მოსწავლეები ერთმანეთს ბაგირის გადათრევაში, სირბილში, მინი ფეხბურთსა და კალათში ბურთის ჩაგდებაში შეეჯიბრნენ.

„ამ ღონისძიებამ დიდი როლი შეასრულა ბავშვებს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203