გაეცანით განთიადის საჯარო სკოლის ისტორიას
13-03-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განთიადის საჯარო სკოლას დიდი ისტორიული წარსული აქვს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სოფელში სკოლა ჯერ კიდევ 1923 წელს გაიხსნა.

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი განთიადი ერთ-ერთი უძველესი სოფელია. განთიადს უძველეს პერიოდში „ხვანიაური“ ერქვა. ოსმალეთის პერიოდში- „ყარადერე“ (შავი ღელე) . „განთიადი“ 1948 წლის 3 სექტემბერს დაერქვა. აღნიშნულ სოფელში სკოლა 1923 წლის 10 სექტემბერს გაუხსნიათ. სკოლა ერთსართულიანი ყოფილა. შედგებოდა 5 ოთახისაგან. სკოლის მეორე სართული დაშენდა 1948წ. არჩილ დავითაძის თანოსნობით, რომელსაც მხარში ედგა სოფლის აქტივისტი და კოლმეურნეობის თავჯდომარე, ახმედ მხეიძე. დირექტორები:

1) თამარ ბახტაძე (1939-42წწ;)

2) მარო ამბროლაძე (1942-43წწ;)

3) აკაკი გოგუაძე (1943-44წწ;)

4) ქსენია დონდუა (1944-45წწ;)

5) არჩილ დავითაძე (1945-51წწ;)

6) ნინა განუგრავა (1951-56წწ;)

7) ილია ჟღენტი (1957-66წწ;)

8) მირიან სტამბოლიშვილი (1966-69წწ;)

9) მიხეილ ხანთაძე (1970-80წწ;)

10) დემნა ალანია (1980-2005წწ. ) ორგანიზატორი: მადონა ბოლქვაძე, სასწავლო ნაწილი: ამირან ჭანიძე)

11) ლამარა კოხრეიძე (2005-დღემდე);

სკოლა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პედაგოგებით. ჩვენს სკოლას აქვს ბიბლიოთეკა 14000-ათასზე მეტი წიგნით.“,-წერს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203