ლეღვანის საჯარო სკოლის შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა
13-03-2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ლეღვანის საჯარო სკოლაში კორონავირუსის საწინააღმდეგო სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, დამუშავდა როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრი.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, სკოლის შენობა, სველი წერტილები და საკლასო ოთახები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დასუფთავდა.

საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203