კვახჭირის საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა
13-03-2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის კვახჭირის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, სკოლის შენობა, სველი წერტილები და საკლასო ოთახები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა.

საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203