წინწყაროს საჯარო სკოლაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებები ჩატარდა
13-03-2020

წალკის მუნიციპალიტეტის წინწყაროს საჯარო სკოლაში კორონავირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებები ჩატარდა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, სკოლის შენობა, საპირფარეშო და საქვაბე სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა.

სადეზინფექციო სამუშაოები შპს „სუფთა სახლმა“ შეასრულა.  

საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.


იხილეთ
ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203