
ახალქლაქის მუნიციპალიტეტის, თამაზ მელიქიძის სახელობის კოთელიის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები შესრულდა.
სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა ყველა საკლასო ოთახი, დერეფანი და საპირფარეშო, ასევე სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარებით დამუშავდა ინვენტარი.
საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.
იხილეთ ფოტოები