ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზემო ქედის N1 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
13-03-2020
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო ქედის N1 საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

დამუშავდა სკოლის კლასები, დერეფნები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, საპირფარეშოები და სპორტული დარბაზი.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203