ქარცეფის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
13-03-2020
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ქარცეფის საჯარო სკოლაში კორონავირუსის საწინააღმდეგო სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

დამუშავდა საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერილები.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1 აპრილამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203