ქვედა საქარის საჯარო სკოლის ტერიტორიას დეზინფექცია ჩაუტარდა
13-03-2020

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქვედა საქარის საჯარო სკოლა ზრუნავს მოსწავლეების უსაფრთხოებაზე, სწორედ ამიტომ დეზინფექცია ჩაუტარდა სკოლის შიდა და გარე პერიმეტრს, ასევე ინვენტარს.

სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა დერეფნები, საკლასო ოთახები, სველი წერტილები.

საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203