ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის შენობას პერსონალი სველი წესით ინტენსიურად ასუფთავებს
13-03-2020

თელავის მუნიციპალიტეტის ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის პერსონალის მიერ სველი წესით სპეციალური ხსნარებით ინტენსიურად სუფთავდება სასკოლო ინვენტარი, საკლასო ოთახების იატაკები, კარების სახელურები და საპირფარეშოები.

სკოლა სრულად ითვალისწინებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციებს და მზად არის ვირუსისგან თავდასაცავად, რისთვისაც იღებს შესაბამის ზომებს რეკომენდაციებიდან გამომდინარე.

ვირუსული ინფექციის რისკის შესამცირებლად 5 მარტს სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. შენობაში საკლასო ოთახები,ლაბორატორიები, დერეფნები, საპირფარეშოები- დამუშავდა ფრანგული PHAGOSURF ND-ის სადეზინფექციო ხსნარით.სამუშაოები „ეკოსთიმსერვისმა“ შეასრულა. აღნიშნულ ხსნარს გააჩნია დიდ სადეზინფექციო სპექტრი: ბაქტერიოციდული, მიკრობაქტერიოციდული, ფუნგიოციდური, ვირუსოციდული. სამუშაოების დასრულების შემდგომ სკოლა სველი წესით გაიწმინდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203